მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც ერთი ადამიანის სათამაშო ადგილი... ივანიშვილის უკანა ეზო - ბედინეიშვილი

60ec6213044dd
ელენე გოგბერაშვილი
12.07.21 21:40
700
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რადიკალური ძალების მიერ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და შექმნილ ვითარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების როლს აფასებს.

„მომხდარში პასუხისმგებელი არის საქართველოს მთავრობა. პრემიერმა კარგად იცოდა, რომ მოძალადეები ელოდებოდნენ მოვლენების განვითარებას. ამ დროს კი გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ძალადობის პოტენციურ მსხვერპლს ეუბნება, რომ არ გამოხვიდეთ სახლიდან, იმიტომ რომ ვერ დაგიცავთო. ეს არის, როგორც ორჯერ ორი ოთხი, რომ უთხრა მოძალადეებს: ნუ გეშინიათ ბიჭებო დასცხეთ!“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

ფინანსისტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეკონომიკურ ფასზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში, რომელიც ისედაც პოზიციონირებს, როგორც ერთი ადამიანის (ივანიშვილის) სათამაშო ადგილი, ინვესტირება აღარავის მოუნდება.

„ათი წელია ფაქტობრივად ლარი განახევრდა, ეს არის პირდაპირი შედეგი იმის, რომ ვერ ვაბალანსებთ ჩვენს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს ინვესტიციებით. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ქვეყანა არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის, რადგან ქვეყანა არის პოზიციონირებული, როგორც ერთი ადამიანის სათამაშო ადგილი, ივანიშვილის უკანა ეზო. ძირითადად ფულს ვინც დებს არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენები, იმიტომ, რომ მათ აქვთ მხოლოდ ის კომფორტი, რომ თუ საჭიროა სასამართლო მათ მხარეზე იქნება და თუ საჭირო იქნება სახელმწიფო აპარატი მათ დაეხმარება“, - ამბობს ბედინეიშვილი.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია რა რეაგირება ექნება დიპლომატიურ კორპუსს და რამდენად კატეგორიული იქნება მათი განცხადებები მმართველი გუნდის მიმართ.

„არ უნდა უკმევდეს დიპლომატიური კორპუსი მოძალადეებს, ზედმეტად ნელ-თბილ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. მესმის, რომ დიპლომატია ისაა, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური და თითქოს ბალანსია დაცული, თუმცა სწორედ არასწორ ადგილას ხედავენ ამ ბალანსს.

მე მაგალითად მოვუწოდებ მათ, რომ სინდისს გაჰყვნენ და მოუსმინონ შინაგან ხმას და ხმა ამოიღონ და ცოტა უფრო კატეგორიულად, პირდაპირ შეაფასონ ის სიტუაცია, რაც ხდება ქვეყანაში. საშუალო და გრძელ ვადაში ეს მხოლოდ გამოიწვევს საქართველოს დასავლური ორბიტიდან მოწყვეტას და ეს არ უნდა შედიოდეს არავის ინტერესში“, -აცხადებს ფინანსისტი.