მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანა, სადაც პირბადის არტარება, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება

5f970f948c75c
თამთა ჯიჯავაძე
27.10.20 00:10
1901
ეთიოპია არის ქვეყანა, სადაც მოქალაქეს იმ შემთხვევაში, თუ ის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს დაარღვევს, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, ქვეყნის გენერალური პროკურატურა აცხადებს.

ეთიოპიაში არსებული კოვიდ-შეზღუდვების მიხედვით, აკრძალულია ხელის ჩამორთმევა, პირბადის არ ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგიდასთან სამზე მეტი ადამიანის ჯდომა, დისტანციის არ დაცვა და ა,შ.

„ახლა ისეა თითქოს კოვიდი აღარც არსებობს, საზოგადოება არ ითვალისწინებს წესებს. ეს კი გამოიწვევს დაავადების შემთხვევების ზრდას და გავრცელებას, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის საფრთხე იყოს“, – განაცხადა ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ეთიოპია აფრიკაში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ რიგით მეორე უმსხვილესი ქვეყანაა. ამ სახელმწიფოში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა აპრილში გამოცხადდა, თუმცა, სექტემბერში გაუქმდა. ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსის 93 343 შემთხვევაა დადასტურებული.