მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქვეყანას თამბაქოს ნაწარმის კონტროლისთვის ლაბორატორია სჭირდება”-ზვიად სხვიტარიძე

646b8239a955f
ანუკა ჯოხაძე
22.05.23 23:45
715
თამბაქოს შესახებ კანონით ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და სპონსორობა აიკრძალა, ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობის შემზღუდველი ნორმა, სავაჭრო ვიტრინებსა და დახლებზე თამბაქოს ჩვენება შეჩერდა, დარღვევებზე ამოქმედდა სანქციები.

თამბაქოს კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგულაციებს შედეგი ჰქონდა მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე, მაგრამ დაუზუსტებელია იგივე წილით არის თუ არა მწეველთა რაოდენობის კლება, რადგან მწეველებმა გასახურებელი თამბაქოსა და ელექტრო სიგარეტების მოხმარება გაზარდეს. მისი თქმით, ამ პროდუქტის რეკლამირება აქტიურად ხდება და ის სავაჭრო დახლებზეც ხილულ ადგილზეა განთავსებული.

ეკონომიკის და სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე ამბობს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით მწეველთა რაოდენობა არ შემცირებულა. მისი თქმით, მომხმარებლები ბევრად უფრო იაფფასიან პროდუქციაზე გადავიდნენ, რომლის ხარისხიც კითხვებს ტოვებს. ზვიად სხვიტარიძე სახელმწიფოს ამ მიმართულებით არსებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის გამკაცრებისკენ და შესაბამისი ლაბორატორიის შექმნისკენ მოუწოდებს.

“იქიდან გამომდინარე რომ ლეგალური პროდუქტი გაძვირდა აქციზის ზრდის გამო და არა მარტო. გაძვირებაზე გავლენა ჰქონდა ინფლაციასაც და იმ რეგულაციებსა, რომელიც ასევე აძვირებს ოპერირებას.

როცა ძვირდება პროდუქტი, მომხმარებელი გადადის იაფიან პროდუქტზე. გადადის ან დაჭრილ თამბაქოზე, ე.წ თუთუნზე, რომლის ხარისხი საერთოდ არ კონტროლდება და ის 10-20-ჯერ უფრო მავნეა ჯანმრთელობისთვის ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქო.

არის ბაზარზე ასევე გასახურებელი სითხეები, გასახურებელი თამბაქო, რომლის ხარისხზე არავინ არ ზრუნავს. რომ ვზრუნავდეთ, ამისთვის გვჭირდება ლაბორატორია. ინდუსტრია უნდა გაერთიანდეს სახელმწიფოსთან და ეს ლაბორატორია, სადაც ხარისხის კონტროლი იქნება. ეს მათ ინტერესებშიც უნდა იყოს, რომ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტი დარჩეს.

სახელმწიფოსთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს ლაბორატორიის შექმნა, იმიტომ რომ ეს იაფი არ ჯდება. კონტროლის მექანიზმი ლაბორატორიის სახით, რომელიც დაადგენს ბაზარზე ნიკოტინის შემცველ პროდუქტში მის მავნებლობა არ მავნებლობას ეს არის აუცილებელი,”-აცხადებს ეკონომიკის და სამართლებრივ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე.