ხორბლის იმპორტიორები და ფქვილის მწარმოებლები ქვეყანაში ხორბლის მარაგის კრიტიკულ მოცულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 40-50 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რომელიც ქვეყნის მოხმარების გათვალისწინებით, 1 თვის სამყოფია.
როგორც კომპანია “ბარაქას” დირექტორი ლადო ბიძინაშვილი აცხადებს, რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის ნაწილში შეფერხებები განვითარებული მოვლენების გამო უკვე ფიქსირდება.
შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობამ ხორბლის მარაგების შექმნის თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
“მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ქვეყანაში არის 40-50 ათასი ტონა ხორბლის მარაგი, რომელიც, ჩვენი ქვეყნისთვის დაახლოებით, 1 თვის მოხმარებაა. ქვეყანას მინიმუმ უნდა ჰქონდეს სულ მცირე ორი თვის მარაგი მაინც. 2 თვეზე ნაკლები მარაგი უკვე კრიტიკულ რაოდენობად ითვლება მითუმეტეს მაშინ, როცა მეზობელი ქვეყანა ომშია ჩართული, ხოლო უკრაინა და რუსეთი ხორბლის ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორად გვევლინებიან. შესაბამისად, ექსპორტთან დაკავშირებული პროცესები შეფერხებულია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაღაც ღონისძიებები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ სავალალო მდგომარეობაში", - აცხადებს კომპანია “ბარაქას” დირექტორი ლადო ბიძინაშვილი.
საქართველოში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება და ადგილზე წარმოებულ ფქვილს იმპორტირებული ანაცვლებს. მიზეზი მეზობელი სახელმწიფოს, რუსეთის მხრიდან ხორბლის იმპორტზე დაწესებული მცურავი საბაჟო ტარიფია, რამაც ქართველ იმპორტიორებს ხორბალი თითქმის 100 დოლარით გაუძვირა. ხორბლისგან განსხვავებით მსგავსი ტარიფები არ მოქმედებს ფქვილის იმპორტზე. შედეგად კი ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით ფასთაშორის დიდი განსხვავების გამო ფქვილის იმპორტმა ხორბლის იმპორტი ჩაანაცვლა.
წისქვილკომბინატებმა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიმართეს, რათა ფქვილის იმპორტზე გარკვეული სარკისებური გადასახადი დაწესებულიყო. წისქვილკომბინატები შესაბამის შეთავაზებაზე უწყებებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს მყისიერად არ გადადგამს, წისქვილკომბინატებს დახურვა და იმპორტზე გადართვა მოუწევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ