მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში 4.5 მლნ ტესტი ჩატარდა, ამას ბიუჯეტით ვერ გავაკეთებდით“ - გამყრელიძე

609ae57fcbd6f
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.21 01:00
694
„ქვეყანაში 4.5 მლნ ტესტი ჩატარდა, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ეს დიდი სიამოვნებაა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გადაცემა Forbes Health-ში დონორებიდან მოზიდული ფინანსური რესურსის ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდულ თანხების ხარჯვით ნაწილზე საზოგადოებას დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რადგან ქვეყნის ბიუჯეტით ბევრი რამის გაკეთება ვერ მოხერხდებოდა.

„ძირითადად დღეს ჩვენ მსოფლიო ბანკის და სხვა დონორების დახმარებით ვყიდულობთ. ქვეყანაში 4.5 მლნ ტესტია ჩატარებული ამ წლის განმავლობაში, აქედან 60% PCR, დანარჩენი კი ანტიგენზე დამყარებული. ეს ხომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, ამას ბიუჯეტით ვერ გააკეთებდა ქვეყანა. ეს ყველაფერი დონორების თუ საკრედიტო თანხებიდან იხარჯებოდა. ის, რომ გაკეთდა ზოგიერთი საავადმყოფო... არავინ ფიქრობდა, რომ რუხის საავადმყოფო ცუდად თუ კარგად ამუშავდებოდა, იგივე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს თანდათანობით გაფართოება მოხდებოდა.

კი, იყო დაახლოებით 2-კვირიანი პერიოდი, როდესაც რიგები იდგა საავადმყოფოებთან და ერთი საავადმყოფოდან მეორეში გადაჰყავდათ პაციენტები ადგილების არქონის გამო, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ერთხელ და სამუდამოდ რაღაცაზე ქვეყანა ყველაფერში უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.