მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში 6 000 საწოლია მობილიზებული“ - ეკატერინე ტიკარაძე

6093bd00d487b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.21 14:13
663
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6 000 საწოლი, ხოლო კლინიკებში 4 000 პაციენტი მკურნალობს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ინფიცირების მატების შემთხვევაში საწოლფონდი გაიზრდება.

„ქვეყანაში 6 000 საწოლი გვაქვს, ასევე მობილიზებულია 10-ზე მეტი კლინიკური სასტუმრო, სადაც პაციენტები მკურნალობას გადიან. ამ ეტაპზე კლინიკაში 4 000 პაციენტია და ვთვლით, რომ ეს დღევანდელი მაჩვენებლებისთვის სრულიად საკმარისი რაოდენობაა. იცით, რომ არსებობს გარკვეული გეგმა და ინფიცირების მატებასთან ერთად გვაქვს იმის რესურსი, რომ უმოკლეს ვადაში საწოლფონდის მომდევნო ნაკადი დავამატოთ“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.