მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში არსებული 3 კრიზისი - ქეთი ბოჭორიშვილის შეფასება

6033db29e8832
ნუცა ბაზლიძე
28.02.21 14:22
902
ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას 3 ძირითადი გამოწვევა გამოყო. 

მისი განმარტებით, პირველი მათგანი პანდემიას ეხება, რაც თავის მხრივ, მეორე კრიზისს, ეკონომიკური მდგომარეობის სირთულეს უკავშირდება. ქეთი ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ამას თან ერთვის პოლიტიკური კრიზისიც. 

სიტუაციის დასტაბილურების თვალსაზრისით, ის ირაკლი ღარიბაშვილის როლს გამოყოფს. მისი თქმით, ღარიბაშვილმა უნდა გამოიყენოს ის გამოცდილება, რაც მან პირველი პრემიერობის დროს დააგროვა. 

„იმედს ვიტოვებ, რომ ის გაითვალისწინებს მისი პირველი პრემიერობის პერიოდს, ასევე ქვეყანაში არსებულ ძალიან დაძაბულ მდგომარეობას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს გამოწვევების შესაძლებლობად ქცევა. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის როლია, რომ გახლეჩილი საზოგადოება მაქსიმალურად გააერთიანოს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ტემბრიც, ტონიც, საუბარიც, მიმართვაც“ - განმარტავს ქეთი ბოჭორიშვილი.