მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში ბოლო შვიდ დღეში 1 875 აცრა ჩატარდა - NCDC

62c42778ef8f8
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.22 16:00
602
საქართველოში, ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 1 875 აცრა ჩატარდა. შედეგად, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ 2 904 080 აცრა ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 372 432 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 48.5%-ია. სრულად ვაქცინირებულია 1 271 642 ადამიანი, ანუ 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 44.9%.

ბუსტერ დოზით ჯამში 255 928 პირი აიცრა.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიების მიხედვით ვაქცინაციის მაჩვენებელს, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 4 411 (2.34%) პირი, სრულად კი 3 544 (1.88%) მოზარდია აცრილი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 12 864 (15.72%), ხოლო სრულად 11 393 (13.92%) პირია ვაქცინირებული.

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ქვეყანის მასშტაბით ჩატარებული 1 875 აცრიდან, ყველაზე მეტი თბილისსა და აჭარაში ჩატარდა. ვაქცინაციის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 918; აჭარა - 449; იმერეთი - 174; ქვემო ქართლი - 129; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 68; კახეთი - 59; შიდა ქართლი - 35; სამცხე - ჯავახეთი - 26; გურია - 15; მცხეთა-მთიანეთი - 2; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 0.