მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში ჩატარებულია 2.7 მილიონი Covid-აცრა – ბუსტერით ვაქცინირებულია 189 ათასი პირი - NCDC

6204c72402599
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.22 12:08
525
საქართველოში კოვიდ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის ფარგლებში, 10 თებერვლის მონაცემებით სულ 2 764 352 აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული ინფორმაციით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 341 732, ანუ 18 წლის ზემოთ მოსახლეობის 46.7%-ია აცრილი. სრულად ვაქცინირებულია 1 230 594 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.8%-ია. ამასთან ბუსტერ დოზით აცრილია 189 558 პირი.

მოზარდების ასაკობრივ კატეგორიებში 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 3 974 (2.24%)პისი, ხოლო სრულად 2 919(1.65%) პირია აცრილი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 481 (15.39%)პისი, სრულად აცრილია- 10 938 (13.49%).

გასული დღის - 9 თებერვალის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 3 454 აცრა ჩატარდა, რომლთა განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

თბილისი - 1200; იმერეთი - 384; აჭარა-374; ქვემო ქართლი - 315; გურია - 271; შიდა ქართლი - 251; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 245; კახეთი - 236; მცხეთა-მთიანეთი - 66; სამცხე-ჯავახეთი - 58; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 54.