მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ აგვისტოში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – სებ-ი

5f6e1220a9264
BM.GE
25.09.20 22:00
2072
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ კი, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 12.64 მილიარდ ლარს მიაღწია.

შედარებისთვის, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1.67 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 10.96 მილიარდ ლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 15.3%-ია. M2-ის მსგავსად, გაზრდილია სხვა მონეტარული აგრეგატებიც, მათ შორის უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულიც და ის 4.38 მილიარდ ლარია.

ფულის მასის ზრდა სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის მთავრობის მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვის მოცულობის ზრდას უკავშირდება, რაც თავის მხრივ COVID-19-ის კრიზისის ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შერბილებას ისახავს მიზნად.