დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის გამოვლენის პროცესში StopCov აპლიკაციის ეფექტურობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიო აქტიურად იყენებს ტექნოლოგიებს ვირუსის დროული გამოვლენისთვის.
NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ საქართველოში დაბალი კულტურაა.
„კოვიდის მართვის ერთ-ერთი საშუალება განვითარებული IT ტექნოლოგიებია. ისეთმა განვითარებულმა საინფორმაციო ტექნოლოგიების ქვეყნებმა როგორებიცაა სინგაპური, კორეა, ესტონეთი, გერმანია სულ უფრო და უფრო ხვეწენ აპლიკაციებს, რომელთა დანიშნულება და ეფექტი დამოკიდებულია საზოგადოებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების კულტურაზე.
უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილს უჭირს ამ აპლიკაციების გამოყენება, თუმცა მისი ეფექტი საკმაოდ დიდია, თორემ ვისაც კეთილსინდისიერად შეჰყავს აპლიკაციაში მონაცემები ინფიცირების შესახებ, შემდეგ ტექნოლოგიები ადგენს იმ ადგილებს, რომელსაც ის სტუმრობდა და ეს დამატებითი ინფორმაციაა ეპიდემიოლოგებისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება. ქვეყანაში IT ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების პრობლემაა, რომელიც თანდათანობით უნდა განვავითაროთ და დავხვეწოთ, იმიტომ რომ ამაზეა ბევრი რამეა დამყარებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას STOPCOV აპლიკაციის გამოყენებისკენ მოუწოდა აღნიშნა, რომ ზაფხულში აპლიკაცია, გაშვების შემდეგ 217 000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩამოტვირთა და 13 000 მეტმა გააგზავნა შეტყობინება, საიდანაც ინფიცირების 17 შემთხვევა გამოვლინდა.
„ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, უფრო მეტად გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით, რათა ადამიანურ რესურსთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად მოვახდინოთ ვირუსის დროული იდენტიფიცირება და ინფექციის ჯაჭვის დროული გაწყვეტა“, - აღნიშნა მინისტრმა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის