მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში კვალიფიციური კადრებისა და მუშახელის პრობლემაა - პრემიერი

633c3f8c806be
მარიამ ვარადაშვილი
04.10.22 18:20
1454
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კვალიფიკაციური კადრების პრობლემაა. მისი თქმითვე, მთავრობის მიერ დაწყებული სახელმწიფო დასაქმების პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველთა დასაქმებას ითვალისწინებს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ არის.

“ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ კვალიფიციური კადრებისა და ზოგადად მუშახელის პრობლემაა ქვეყანაში. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მუშახელს ვერ შოულობენ. გახსოვთ, რომ დავიწყე ერთ-ერთი ახალი საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა და 25 ათასი ადამიანი დავასაქმეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. ეს ხალხი საჭიროა ბიზნესში მივმართოთ.

გამოკვეთილი პრობლემაა და ამ მხრივ მთავრობა გეგმავს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს პროფესიულ განათლებაში. ბევრ ქვეყანაშია ანალოგიური პრობლემები და ამას ერთობლივი მუშაობა სჭირდება”, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, ამას გარდა თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ჯამში.

„ეს არის პასუხი და ფაქტი. ამას გარდა, თითქმის 80 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ჯამში. ბიზნესმა, საზოგადოებრივი სამუშაოებიც ცალკე ემატება და ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ 8 თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება ჩვენ,“- განაცხადა პრემიერმა.