მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 42.4% სრულადაა აცრილი - NCDC

61f53a73b3f61
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 18:27
871
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 29 იანვრის მონაცემებით ქვეყანაში Covid-19-ის საწინააღმდეგოდ სულ 2 704 957 აცრაა ჩატარებული.

აქედან მინიმუმ 1 დოზით 1 332 139 ადამიანია ვაქცინირებული, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.4%-ია, ხოლო სრულად 1 218 567 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 42.4%-ია აცრილი.

უწყების ცნობით, ბუსტერ დოზით აცრილია 151 998 პირი; 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 3 876 (2.19%) პირი, ხოლო სრულად 2 719 (1.53%) მოზარდია აცრილი; 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით 12 414 (15.31%), სრულად კი 10 828 (13,35%) მოზარდია ვაქცინირებული.

ქვეყნის მასშტაბით 28 იანვარს სულ 8 310 აცრა ჩატარდა, რომელთა განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 3 295; აჭარა - 1 000; იმერეთი - 944; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 848; ქვემო ქართლი - 534; გურია - 524; კახეთი - 396; შიდა ქართლი - 379; სამცხე-ჯავახეთი - 236; მცხეთა - მთიანეთი -113; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 41.