მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში პროდუქციის შემოტანის კუთხით შეფერხებები არ არის“ - სოფლის მეურნეობის მინისტრი

6238456dc92e0
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 13:28
737
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტები შეფერხების გარეშე შემოდის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შაქრის, ფქვილის და ხორბლის მარაგებს შეეხებოდა.

„იმპორტიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ქვეყანაში როგორც შაქარი ასევე სხვა პროდუქტების შეფერხებების გარეშე შემოდის. ხორბალთან მიმართებითაც რაიმე შეფერხებებს არ ველით. გვაქვს ხორბლის და ფქვილის მარაგები. ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან და აუცილებლობის შემთხვევაში მზად ვართ ახალი ბაზრების მოძიების კუთხით დავეხმაროთ, თუმცა ახლა ამ მიმართულებით ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით ყველაფერი წესრიგშია“, - განაცხადა შამუგიამ.