საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Logistics Solutions-ი ოქტომბრიდან, საქართველოში ლოგისტიკური აკადემიის - LS Academy-ს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ცანკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიაში ეს იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს გაჩნდა, თუმცა პანდემიამ მისი განხორციელება შეაფერხა. დღეს კი ლოგისტიკაში პროფესიული კადრების დეფიციტის გამოწვევის დასაძლევად კომპანია საპილოტე პროექტის ჩაშვებას ოქტომბრიდან აპირებს.
„საქართველოში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ადამიანური კაპიტალი, რის გამოც კომპანია Logistics Solutions-ი ლოგისტიკური აკადემიის გახსნას გეგმავს.
ამ გადაწყვეტილებამდე პრობლემიდან გამომდინარე მივედით, რამეთუ სამსახურში კადრების აყვანა ძალიან გვიჭირს. ქვეყანაში პროფესიული კადრების ძალიან დიდი დეფიციტია. ახლაც გვაქვს 3-4 ვაკანსიები და თანამშრომელი ვერ აგვყავს. რეზიუმეებითაც ცხადია ჩვენთვის, რომ ძალიან დაბალი დონის აპლიკანტები მოდიან. ეს გამოწვეულია ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების არარსებობით. ყველა უნივერსიტეტდამთავრებული იურისტი და ფინანსისტი ვერ იქნება და არც უნდა იყოს, ამის საჭიროება ქვეყანას არ აქვს. უფრო მეტად ვიწრო სპეციალიზაციის ტექნიკური პერსონალის მომზადება უნდა მოხდეს.
პროექტი საპილოტე რეჟიმში შემოდგომიდან ჩაეშვება, რომლის ხანგრძლივობა 3 თვე იქნება. მომავალში კი ეს იქნება 1 წლიანი სასწავლო კურსი, რომლის კურსდამთავრებულები დიპლომს მიიღებენ. მათი ნაწილი კი ჩვენს კომპანიაში დასაქმდება. ამით ჩვენ საქმესაც გავაკეთებთ და გამოვზრდით კადრებს, რომელიც ბაზარზე კვალიფიკაციის დონეს აამაღლებენ“, - ამბობს Logistics Solutions-ის გენერალური დირექტორი.
მისი ინფორმაციით, საპილოტე პროექტზე 5-10 მსურველი სწავლების კურსს უფასოდ გაივლის. აკადემია სრული დატვირთვით კი ახალი სასწავლო წლიდან - 2023 წლიდან ამოქმედდება.
„მოლაპარაკებები გვაქვს დაწყებული გერმანულ და შვეიცარიულ სასწავლო დაწესებულებებთან, რადგან ამ მიმართულებით სწავლება ამ ქვეყნებში მაღალ დონეზეა. ამასთან, ჩვენი კომპანია გერმანიის სავაჭრო პალატის წევრია და გვინდა, რომ ამ პროექტის განხორციელებისას სილაბუსების შედგენისას მათი გამოცდილება და ცოდნა გამოვიყენოთ.
სასწავლო კურსზე მსურველები შესყიდვების პროცესიდან დაწყებული, ლოგისტიკა - საოპერაციო პროცესებს - ყველა ტიპის გადაზიდვებს, საბაჟო პროცედურებს შეისწავლიან, ასევე ვასწავლით რა განსხვავება ტვირთების ექსპედირებას, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და უშუალოდ გადაზიდვებს შორის, შემდგომში შესაძლოა საპროექტო-საინჟინრო მიმართულებით და მძღოლების გადამზადების კურსებიც დავამატოთ“, - უთხრა BM.GE-ს ირაკლი ცანკაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი