მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში, სადაც ინფიცირების კატასტროფული გავრცელებაა ტურისტულად, ვაქცინირებული ხარ თუ არა, არ აინტერესებთ“

61156bba89415
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.21 22:41
2430
„ქვეყანაში, სადაც ინფიცირების კატასტროფული გავრცელებაა ტურისტულად, უმრავლეს ქვეყანაში ვაქცინირებული ხარ თუ არა, არ აინტერესებთ“, - ამის შესახებ გადაცემა Forbes Talks-ში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მოქალაქის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩინური წარმოების ვაქცინების აღიარებას შეეხებოდა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი განმარტავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ოგრანიზაცია ამგვარ მიდგომას დისკრიმინაციად აფასებს და დასძენს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ იდგება.

„ვაქცინები, რომელიც ჯანმოს მიერაა აღიარებული, ნებადართული უნდა იყოს ყველგან. თუმცა ჩვენ ერთი რამ არ დაგვავიწყდეს, ქვეყანაში, სადაც ინფიცირების ასეთი კატასტროფული გავრცელებაა ტურისტული მიზნით, უმრავლეს ქვეყანას ვაქცინირებული ხარ თუ არა, არ აინტერესებს. ამიტომ ეს ჩვენ წყალში ჩაგვეყარა და ეს მომავლის თემებია. ეს ვაქცინები კი რამდენიმე თვეში დაშვებული იქნება. ხოლო ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია საერთოდ არ აინტერესებთ, მაგალითად აშშ, მხოლოდ 72 საათში გაკეთებული პისიარ ტესტს ითხოვენ და ვაქცინა გაიკეთე თუ არა ამას არ კითხულობენ, ამიტომ ეს დიდ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.