მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დადგენილება პარლამენტმა დაამტკიცა

5e7644b83af2a
სალომე მეცხვარიშვილი
21.03.20 21:20
1553
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დადგენილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაამტკიცა. გადაწყვეტილება საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე მიიღეს. კენჭისყრის მიხედვით, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დადგენილებას მხარი 115 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 2 იყო.

პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღეს საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში არ იზღუდება სიტყვის თავისუფლება, ტრანსპორტის გადაადგილება, არ წესდება საკომენდატო საათი და ა.შ. იზღუდება 10-ზე მეტი პირის დახურულ სივრცეში შეკრება. მუშაობას განაგრძობენ სასურსათო მაღაზიები, საფინანსო ინსტიტუტები და ა.შ.

როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, იმედია, არ მოუწევთ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება.

რა იზღუდება საგანგებო მდგომარეობისას? - პრეზიდენტმა დეკრეტი გამოსცა