მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში სასაწყობე მეურნეობები თითქმის არ არის, ამ მხრივ შიმშილია... - "კავკასტრანს ექსპრესი"

640b313f09ce0
ელენე გოგბერაშვილი
12.03.23 15:00
1787
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ „შავი ზღვის პლატფორმის“ დაფუძნებიდან სამი თვის თავზე თბილისში საპატიო საბჭოს პირველი შეხვედრა შედგა. საბჭოს სხდომაზე გატანილ საკითხებს შორის იყო შავი ზღვის ელექტრო და ოპტიკურ ბოჭკოვანი ელექტროკაბელის პროექტი, ასევე ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე გადასასვლელის დაფუძნების საკითხი, რომელიც სავარაუდოდ წლის მეორე ნახევარში გაიხსნება და შუა დერეფანი, როგორც უალტერნატივო გზა ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში.

პლატფორმის მონაწილეეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ საქართველოსთვის, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყნისთვის, ეს დიდ პერსპექტივასთან ერთად, ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. არასათანადო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, არასაკმარისი სასაწყობე მეურნეობები და ლოგისტიკის სიძვირე - ეს არის იმ გამოწვევების მოკლე ჩამონათვალი, რომელზეც ლოგისტიკის დარგში, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის "კავკასტრანს ექსპრესის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი bm.ge-სთან საუბრობს.

„სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა არ არის იმ დონეზე, რა დონესაც ითხოვს ბაზარი. დღეს ბორანზე იყო საუბარი და ის ორი არსებული ხაზი ვერ უზრუნველყოფს ტვირთების ნაკადის დაკმაყოფილებას, მომსახურებას. ფასებიც ძვირია. ინფრასტრუქტურა რომ რთულია, შესაბამისად ფასებიც იზრდება. როგორ უნდა გაუწიო კონკურენცია თურქეთს, როცა ფასის მხრივ ავტოგადაზიდვებს ვერ უწევს კონკურენციას. საბორნე გადასასვლელი იჭედება, ნავიგაციის პრობლემებია, უამრავი კომპლექსური საკითხია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში წინ უნდა წავიდეთ. დრო ძალიან მცირეა, რადგან შუა დერეფანი ისედაც შეზღუდულია, ლიმიტირებულია. ანაკლიის პორტი რომ გახსნილი იყოს, თუ ინფრასტრუქტურა არ მიება ის ანაკლიაც ბორძიკით იმუშავებდა.

განსაკუთრებით გენერალურ ტვირთებზე თუ ვისაუბრებთ, სასაწყობე მეურნეობები აბსოლუტურად არ არის ქვეყანაში, შიმშილია. ბათუმში ერთია გახსნილი, ფოთში რაც არის, სეგმენტი მწირია და მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შიმშილია ამ მხრივ.

დრო არ ითმენს, ჩრდილოეთის, სამხრეთის კორიდორები ყალყზე დგანან, რომ იტყვიან და რა თქმა უნდა რეაგირებას ვაგვიანებთ. რამდენიმე ქვეყანა კავკასიაში, საქართველო, აზერბაიჯანი, კასპიის ზღვა, ეს ჯაჭვი იმდენად მყიფეა, იმდენად ვიწროა, რომ სუსტი წერტილები ბევრ ადგილზეა სამწუხაროდ, პოლიტიკურიც, საიმედოობის მხრივაც. როგორ შემოვიდეს აქ ბიზნესმენი, საქმიანი ადამიანი, როცა გარანტიები ძალიან მყიფეა, თუმცა მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვერგოთ ამ სიტუაციას“,- აცხადებს გია დანელია.