მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს“ - პრემიერი

5f6c3e7014150
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.20 10:36
1644
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო გაიმართება, სადაც ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებს განიხილავენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს. ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.