მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული 82 189 ადამიანია - NCDC

60d0610146a9f
ინგა მურუსიძე
21.06.21 14:16
644
21 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად 234 410 აცრა ჩატარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 82 189 ადამიანი.

მოქალაქეებმა აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა დარეკონ ნომერზე 1522 ან ეწვიონ ვებ-გვერდს, booking.moh.gov.ge.

ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ოთხი ვაქცინით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".