მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 34,7%-ია

61a217ef962c8
BM.GE
27.11.21 15:44
760
27 ნოემბრის მონაცემებით, სულ ქვეყანაში ჩატარებულია 2 145 233 აცრა. აქედან სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 140 492 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 40.1%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 992 374ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.7%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 ნოემბერს 10 179 ადამიანი აიცრა. აცრების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე აქტიური ისევ დედაქალაქია (1550 აცრა). მას მოჰყვება იმერეთი (766 აცრა) და შიდა ქართლი ( 354 აცრა).