მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების დინამიკა იდეალურია - ბეჟან წაქაძე

636525b1918c1
ვიქტორია მღებრიშვილი
06.11.22 17:22
860
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბეჟან წაქაძის შეფასებით, ქვეყანაში ბიზნესკლიმატი ძალიან კარგია, ხოლო უცხოური ინვესტიციების შემოდინების დინამიკა იდეალურია. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში საინვეტიციო კლიმატის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ბიზნესის დაწყებაც, წარმოებაც და გარემოც ქვეყანაში ძალიან კარგია. ის ყოველწლიურად იხვეწება და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

ჩვენ ძალიან ბევრი გვინდა. მთავრობა და პარლამენტი კი იმისთვის მუშაობს, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს, თუმცა თავს ზემოთ ხომ ვერ ავხტებით, ამიტომ უნდა ვნახოთ დინამიკა, რომელიც იდეალურია. წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობა 100%-ით გაიზარდა და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საქართველო ამ მიმართულებით საინტერესოა“, - განაცხადა წაქაძემ.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით 2022 წლის პირველ ნახევარში ინვესტორებმა $923 მილიონი ჩადეს, რაც წინა წელთან შედარებით 102%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელი წლის პირველი ნახევრის FDI-ს 62%-ით აღემატება.