მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაზე სპეციალური ანგარიში ინტენსიური და სწორი მარკეტინგის შედეგია - ხიდურელი

60d1c5c934ad5
ინგა მურუსიძე
22.06.21 16:12
982
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ცნობილმა ბიზნეს მედია ჰოლდინგმა, Financial Times-ის ჯგუფის წევრმა, fDI Intelligence-მა საქართველოს შესახებ სპეციალური გამოცემა მოამზადა, რომელშიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო გეგმებია ასახული.

„ქვეყანაზე სპეციალური ანგარიში ინტენსიური და სწორი მარკეტინგის შედეგია. ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ სწორი კომუნიკაციების შედეგად, მოხდეს ქვეყნის პოპულარიზაცია და საინვესტიციო პოტენციალის პოტენციური ინვესტორებისთვის გაცნობა. fDi Intelligence - ეს არის ზუსტად ის მნიშვნელოვანი საინფორმაციო წერტილი, სადაც აუცილებელია ქვეყნის ბიზნესგარემო სოლიდურად იყოს წარმოჩენილი”, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.  

„Georgia Pushes its Boundaries – The Country is Positioning Itself as the Next Global Trade Hub“ - გამოცემა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ეხმაურება და მოიცავს როგორც მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების მიმოხილვას, ასევე ინტერვიუებს არსებულ ინვესტორებსა და ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებთან.

აღნიშნული გამოცემა, fDi Intelligence Magazine-თან ერთად, როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ფორმატში გამოვიდა.

მნიშვნელოვანია, რომ fDi Intelligence Magazine-ს 15,500-მდე გამომწერი ჰყავს, საიდანაც თითქმის 85% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ამასთან, fDi Intellegence Magazine ვებგვერდს 36,000 რეგისტრირებული გამომწერი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 54% მაღალი დონის მენეჯერები ან საინვესტიციო კონსულტანტები არიან.
(NS)