13.აპრილი .2021 00:50

ქვეყნები, რომელთაც კოვიდ-ვაქცინა ჯერ კიდევ არ მიუღიათ

ქვეყნები, რომელთაც კოვიდ-ვაქცინა ჯერ კიდევ არ მიუღიათ
views 499
უკან

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ვაქცინაცია ჩატარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კვლავ რჩება ისეთი ქვეყნები, სადაც ჯერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არც მიუღიათ. მათ შორის არის ნიკარაგუა. ამის შესახებ DW წერს. ეს კი იმ ფონზე, როცა ჯანმო-ს წარმომადგენლები ინტენსიურად აცხადებენ, რომ ვაქცინები სამართლიანად უნდა განაწილდეს.

„პრობლემა ისაა, რომ ვაქცინის დოზები საკმარისი არ არის, რადგან ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უკვე გაინაწილეს პრეპარატების უმეტესობა და ვინაიდან ამ ნაწილში მსოფლიო სოლიდარობა უბრალოდ არ არსებობს, ვაქცინები მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის”, - განაცხადა სონა ვაინრეიხმა, გერმანიაში ჯანმრთელობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა.

ამ დრომდე ვაქცინის პრეპარატებს ელის აფრიკის ქვეყნების დიდი ნაწილი - ლიბიიდან მადაგასკარამდე. მსგავსი სურათია ცენტრალურ აზიაში, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, კუბა და ბოსნია-ჰერცოგოვინა, ამ უკანასკნელში კი ვაქცინას მაისის ბოლოს ელოდებიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოსნიამ მეზობელი სერბეთისგან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების მცირე ნაწილი მიიღო.

ხოლო მადაგასკარი, ბურუნდი და ერითრეა იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთა მთავრობებს მიაჩნიათ, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა გზითაც შეიძლება. ამასობაში, ტანზანიამ ვაქცინაციაზე სკეპტიკური შეხედულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჯონ მაგულული ვირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები ჯანმო-ს ვაქცინაციის სტატისტიკაში არც კი ფიგურირებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა