მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, რომლებიც კოვიდ-შეზღუდვებს ამსუბუქებენ

607f0e23a51db
მარიამ ადამია
20.04.21 23:40
1074
ევროპის ქვეყნებმა საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს. ფიქრობენ, რომ ტურიზმის სექტორის აღდგენას მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გახსნით დაიწყებენ. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, პორტუგალიაა, სადაც ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი შემცირებულია. შესაბამისად ეტაპობრივად იხსნება სავაჭრო ცენტრები, სკოლები, უნივერსიტეტები და კაფე/ბარები. ეს ამ ქვეყანაში საკარანტინე ზომების მოხსნის მესამე ეტაპია. გასულ კვირას პორტუგალიაში ბრიტანეთსა და ბრაზილიასთან ფრენებზე შეზღუდვა მოხსნეს, თუმცა საზღვარზე კონტროლი მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში დარჩება.

ანალოგიურ გზას ადგას შვეიცარია, სადაც ორშაბათიდან იხსნება რესტორნებისა და კაფეების ღია ტერასები, თუმცა მაგიდები მინიმუმ 1.5 მეტრის დაშორებითაა განთავსებული და მხოლოდ ოთხ კაცს აქვს დაჯდომის უფლება. რაც მთავარია ეს ყველაფერი მკაცრად კონტროლდება და დარღვევის შემთხვევაში ობიექტი ჯარიმდება. ამ გზით, ქვეყანაში უსაფრთხოებასაც იცავენ, რომ არ გაიზარდოს ინფიცირების მაჩვენებლები და პარალელურად ბიზნესსაც აძლევენ მუშაობის საშუალებას. გახნის რიგით მესამე ეტაპის ჩამონათვალში მოხვედრილია ასევე კინო-თეატრები, საკონცერტო დარბაზები და ფიტნეს-ცენტრები, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში დახურული იყო.

ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში ეს ეტაპი მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც პაციენტების რაოდენობამ დაიკლო, დაავადებულთა მდგომარეობა დასტაბილურდა და მოქალაქეების მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო. ცხადია, პირბადის ტარება, დისტანცია, დეზინფექცია და ყველა ის უსაფრთხოების წესი, რაც წელიწადზე მეტია ნორმად და ცხოვრების წესად ვაქციეთ, დღემდე უპირობოდ აუცილებლობაა, თუმცა ის ფაქტი, რომ ადამიანები ჩაკერტილები აღარ არიან და ეკონომიკამ დაიწყო ამუშავება უკვე პოზიტიური სიახლეა. ტურისტებსაც იღებენ, თუმცა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩასულებს სავალდებულო 10 -დღიან კარანტინში უშვებენ.

პროფკავშირების დაჟინებული და კატეგორიული წინააღმდეგობის შედეგად, შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს უნგრეთშიც, თუმცა ჯერ მხოლოდ სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნით დაიწყეს, რადგან, როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, ონლაინ განათლება სკოლის მოსწავლეებში არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ამიტომაც მოსწავლეების დაახლოებით 75% საკლასო ოთახს დაუბრუნდა.

სასწავლო დაწესებულებები ასევე გახსნეს სერბეთშიც, სადაც იხსნება სილამაზის სალონები, მაღაზიები და ტურისტული ობიექტებიც.

საბოლოოდ, ყველა თანხმდება, რომ ლოქდაუნი არის მხოლოდ უკიდურესი გამოსავალი და წერტილოვანი შეზღუდვებითა და ნელ-ნელა, ეტაპობრივი გახსნით ქვეყნები უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რაც მთავარია ეკონომიკის ამოქმედებას ახერხებენ.