მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს საჰაერო სივრცე დაუკეტეს

621c7e8e3b89c
მარიამ ვარადაშვილი
28.02.22 11:46
512
რუსეთს საჰაერო სივრცე, ჯამში, 32 ქვეყანამ ჩაუკეტა. ამ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ავრცელებს.

“რუსეთი ციდან გაგდებულია. თითქმის მთელი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ცა რუსული ავიაკომპანიებისთვის დახურულია. ჯამში, 32-მა ქვეყანამ ჩაკეტა რუსებისთვის ცა”, - წერს კულება Facebook-ზე.

27 თებერვალს ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაიხურება. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, EU-ს ცა იხურება რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფი, რუსეთში რეგისტრირებული და რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიებისთვის. სანქცია გავრცელდება კერძო თვითმფინავებზეც, ისინი დაშვება/აფრენას ევროკავშირის საჰაერო სივცეში ვერ შეძლებენ. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, დიდი ბრიტანეთია.

რუსეთის ფედერაციის ყველაზე დიდმა ავიაკომპანიამ “აეროფლოტმა” 27 თებერვალს განაცხადა, რომ ევროპის მიმართულებით დროებით ყველა ფრენას აუქმებს და საპასუხო ზომებს დაელოდება.

ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ევროპის ქვეყნების ნაწილმა საკუთარი ინიციატივით ჩაკეტეს რუსული კომპანიებისთვის საჰაერო სივრცე. გერმანია რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის გაგრძელებას სამი თვე აპირებს. BBC წერს, რომ რუსეთის აეროპორტებში ათასობით ფრენაა გაუქმებული, მათ შორისაა ფრენები პარიზში, ვენაში და ა.შ.

რუსული ავიაკომპანიის S7-ის განცხადებით, 13 მარტამდე ევროპის მიმართულებებით ფრენებს აუქმებს. რუსეთის ფედერაციამ საპასუხო საჰაერო სანქციები დაუწესა ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს.

ამ დროისთვის რუსეთისთვის საჰაერო სივრცე დაკეტილი აქვს: კანადა; შვედეთს; ფინეთს; ნორვეგიას; დანიას; ბელგიას; მალტა; საფრანგეთს; ესპანეთს; ნიდერლანდებს; იტალიას; გერმანიას; დიდ ბრიტანეთს; პოლონეთს; რუმინეთს; ჩეხეთს; ბულგარეთს; ლატვიას; ლიეტუვას; ესტონეთს; ისლანდიასა და სლოვენიას.