მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ცრიან

61347d6807ba3
თათია კაკიაშვილი
05.09.21 13:00
1619

COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრა საწყის ეტაპზე ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობაზე იყო გათვლილი, თუმცა დროთა განმავლობაში, ცხადია, ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობისთვისაც გახდა შესაძლებელი. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, უახლესი მონაცემების თანახმად, ევროკავშირში ამ დროისთვის ზრდასრული მოსახლეობის 75.6% აცრილია და ევროპაშიც თითქმის მსგავსი მდგომარეობაა.

არსებული სიტუაცია უკვე იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ორიენტირი ახლა რაც შეიძლება მეტი ბავშვის ვაქცინაციაზე გაკეთდეს, რათა მსოფლიოში მაქსიმალურად შემცირდეს ინფექციის და მისი მუტაციების გავრცელება.

საგულისხმოა, რომ ევროპის წამლების სააგენტომ ჯერ კიდევ მაისში დაამტკიცა ვაქცინების 12-15 წლის ბავშვებში გამოყენება. სააგენტოს ავტორიზაცია ემყარება კვლევას, რომელშიც 2259 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ 16-25 წლის ახალგაზრდებში ვაქცინის ეფექტიანობა მაღალია: კვლევის არცერთ მონაწილეს, რომელიც ვაქცინით აიცრა, COVID 19 ვირუსი არ დამართნია.

ახლა კი გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, სადაც 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია:

1. გაერთიანებული სამეფო;
2. იტალია;
3. გერმანია;
4. ირლანდია;
5. პოლონეთი;
6. საფრანგეთი;
7. ესპანეთი;
8. დანია;
9. შვეიცარია;
10. შვედეთი.