მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც დისტანციურად მუშაობა შრომით კანონმდებლობაში შევა

615adab95adc8
თათია კაკიაშვილი
05.10.21 09:00
830
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მსოფლიოში დისტანციურად მუშაობა ჩვეულებად იქცა. გლობალური კომპანიების და ორგანიზაციების ნაწილი დღემდე სრულად დისტანციურად საქმიანობს, ნაწილი კი - ჰიბრიდულად.

იმ ფონზე, როცა გლობალურად ბიზნესის უმეტესობა ვერ გადაურჩებოდა COVID-19 პანდემიას დისტანციური მუშაობის გარეშე, რიგ ქვეყნებში დასაქმებულებისთვის დისტანციურად მუშაობის შეთავაზება იგეგმება, როგორც მათი კანონიერი უფლება. ინფორმაციას ამის შესახებ "ევრონიუსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, “სლეკის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გაერთიანებულ სამეფოში რესპონდენტთა თითქმის მესამედს ნაკლებად ექნება სურვილი მიმართოს ისეთ სამსახურს, სადაც დისტანციურად მუშაობა არ განიხილება. თუმცა, დიდი ბრიტანეთი სულაც არაა გამონაკლისი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე მოეთხოვებათ შრომით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

რაც შეეხება ქვეყნების სიას, სადაც დისტანციურად მუშაობის კანონმდებლობაში შეტანა იგეგმება, ის ასე გამოიყურება"

გერმანია
პორტუგალია
ირლანდია
რუსეთი
გაერთიანებული სამეფო
საფრანგეთი.