მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც ინტერნეტის შესაძენად ყველაზე მეტი საათი უნდა იმუშაო

6151c2a667a9d
ნათია თაქთაქიშვილი
27.09.21 23:10
716
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო საათია საჭირო ინტერნეტის შესაძენად.

ანალიტიკური პლატფორმა 2021 Digital Quality of Life Index-ზე დაყრდნობით წერს, რომ ინტერნეტი ყველაზე ძვირი ნიგერიაშია, სადაც მოსახლეობას ყველაზე იაფიანი ინტერნეტ პაკეტის შესაძენად 35 სამუშაო საათის ოდენობის ანაზღაურების გადახდა უწევთ. ამასთან, ნიგერია იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ინტერნეტი ყველაზე ცუდი სიხშირით მიეწოდება მოსახლეობას.

Statista-ს ცნობით, ინტერნეტი ასევე ძვირია ინდონეზიაში, სადაც ინტერნეტის ყველაზე იაფიანი პაკეტის შესაძენად მოქალაქემ 11 საათი და 18 წუთი უნდა იმუშაოს, რომელსაც მოჰყვება კოლუმბია, სადაც ინტერნეტის შესაძენად 10 საათის და 27 წუთის მუშაობაა საჭირო.

TOP-8 ქვეყანა, სადაც ინტერნტი ყველაზე ძვირია:

1. ნიგერია - ინტერნეტის შესაძენად საჭიროა მოქალაქემ 35 სთ და 33 წთ იმუშაოს.
2. ინდონეზია - ინტერნეტის შესაძენად საჭიროა მოქალაქემ 11 სთ და 18 წთ იმუშაოს.
3. კოლუმბია - ინტერნეტის შესაძენად საჭიროა მოქალაქემ 10 სთ და 27 წთ იმუშაოს.
4. ესპანეთი - ინტერნეტის შესაძენად საჭიროა მოქალაქემ 2 სთ და 43 წთ იმუშაოს.
5. ინდოეთი - ინტერნეტის შესაძენად საჭიროა მოქალაქემ 2 სთ და 43 წთ იმუშაოს.
6. აშშ - ინტერნეტის შესაძენად საჭიროა მოქალაქემ 1 სთ და 28 წთ იმუშაოს.
7. ჩინეთი - ინტერნეტის შესაძენად საჭიროა მოქალაქემ 39 სთ იმუშაოს.
8. ისრაელი - ინტერნეტის შესაძენად საჭიროა მოქალაქემ 19 წთ იმუშაოს.