მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ

5d875d3a9b2e3
მარიამ ადამია
22.09.19 20:30
12474
მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეობის მოსაპოვებლად, ერთადერთი, რაც გჭირდებათ, ტერიტორიაზე რამდენიმეწლიანი ცხოვრებაა ან უნდა გახდეთ წარმატებული სპორტსმენი და ოლიმპიადაზე გამარჯვების შანსი მოიპოვოთ; ეს ცხადია, არც თუ ისე მარტივია, მაგრამ იმ პირობებს მაინც სჯობს, რასაც მოქალაქეობის მსურველებს ვატიკანი უყენებს. ეს არის დაუსრულებლად ხანგრძლივი და ძვირი პროცესი, რომელიც ფაქტობრივად, შეუძლებელსაც კი უტოლდება.

ყველაზე პატარა ქვეყანას, სადაც ჯამში, 800 ადამიანი ცხოვრობს და აქედან 450 მოქალაქეა, უმკაცრესი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს მთელს მსოფლიოში. მოქალაქეობის მიღების ერთადერთი შანსი კარდინალებს აქვთ, რომლებიც რომში ან ვატიკანში ცხოვრობენ, ასევე დიპლომატებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ვატიკანში კათოლიკურ ეკლესიაში მუშაობენ. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის დაწყება აქ, კიდევ უფრო რთულია, ვიდრე - მოქალაქეობის მიღება.

კიდევ ერთ პატარა და მკაცრი ქვეყანა ლიხტენშტეინია. ტერიტორია ავსტრიასა და შვეიცარიას შორის მდებარეობს და 40 ათასზე ნაკლებ ადამიანს იტევს, ხოლო საიმიგრაციო პოლიტიკის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ცხოვრობდეს ქვეყანაში. ამიტომ თუკი ლიხტენშტეინის მოქალაქეობის მიღებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ რომ მინიმუმ 30 წელი მოგიწევთ აქ ცხოვრება, უარის თქმა მოგიწევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, ხოლო ადგილობრივზე დაქორწინების შემთხვევაში, 30 წელი - ხუთ წლამდე მცირდება.

რაც შეეხება ყატარს, თუკი მშობლები ყატარელები არ არიან, მაშინ დაივიწყეთ ამ ქვეყნის მოაქალაქეობა, წინაღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ 25 წელი ქვეყნის დატოვების გარეშე აქ ცხოვრება და შემდეგ განიხილავს სასამართლო მოგანიჭოთ მოქალაქეობა თუ - არა, თუმცა მიუხედავად უკიდურესად მკაცრი პირობებისა, სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად ყატარში 50 ადამიანი იღებს მოქალაქეობას.

ასევე 30-წლიანი ცხოვრება არის საჭირო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქალაქეობის მისაღებად, ხოლო ფედერალური კანონის მიხედვით, ქალები, რომლებიც უცხოელებზე ქორწინდებიან, ბავშვს მოქალაქეობას ვერ აძლევენ.

რაც შეეხება შვეიცარიას, 2018 წელს შემუშავებული კანონის თანახმად, აუცილებელია ათწლიანი ცხოვრება ქვეყანაში და მუშაობის უფლება.

რეიტინგში მოხვდა ჩინეთიც - შემთხვევაში თუკი, ერთი ნათესავი მაინც ცხოვრობს ჩინეთში და აქვს მოქალაქეობა, თქვენც მარტივად შეძლებთ ჩინეთის მოქალაქეობის მოპოვებას. სხვა შემთხვევაში კი, თქვენი შანსები ფაქტობრივად ნულია.

და ბოლოს, იზოლირებულ ქვეყანად არის წოდებული ბუტანიც, სადაც რთულია არა მხოლოდ მოქალაქეობის მიღება, არამედ მოგზაურობაც კი. აქ აუცილებელია, რომ ორივე მშობელი ადგილობრივი იყოს, იმისათვის, რომ ბავშვი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქედ აღიარონ. სხვა შემთხვევაში კი, მსურველებს ბუტანში 20 წლის გატარება უწევთ.