მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი ღვინო გაიტანა ექსპორტზე

625e8a2276a65
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.22 14:11
1292
საქსტატმა დღეს 2022 წლის პირველი კვარტლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ღვინის ექსპორტი წელს 12%-ით, 46 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, ღვინო მთლიან ექსპორტში რიგით მეხუთე ადგილს იკავებს. 

უცვლელია ექსპორტის ქვეყნებიც, ანგარიშის თანახმად, 25.4 მილიონის ღვინო ექსპორტზე რუსეთში გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. მთლიან ექსპორტში რუსეთს 56%-იანი წილი უჭირავს. 

სხვა საექსპორტო ბაზრებიდან მზარდია ღვინის ექსპორტი პოლონეთში, ჩინეთსა და ყაზახეთში.

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:

1 რუსეთი - $25.4 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 7%
2 პოლონეთი - $4.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 57%
3 ჩინეთი - $3.0 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 16%
4 უკრაინა - $2.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან -36%
5 ყაზახეთი - $1.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 31%
6 ლატვია - $1.1 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 23%
7 აშშ - $1.1 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 25%
8 გერმანია - $0.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 59%
9 გაერთიანებული სამეფო - $0.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 129%
10 ლიეტუვა - $0.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 32%

რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.