25.მაისი .2020 12:22

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა 2020 წლის I კვარტალში იმოგზაურეს

views 391
უკან

საქსტატმა 2020 წლის I კვარტალში გამყვანის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, რეზიდენტი ვიზიტორების (ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური) მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 452.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით არის შემცირებული.

ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა, შესაბამისად, 176.7 ათასი და 104.8 ათასი ვიზიტი. შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები - ჯამურად მათი წილი 15.2%-ია. ხუთეულშია სომხეთი 11%-ით და რუსეთი 6.3%-ით.
2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.4 ღამე) 14.4 პროცენტით მეტია.

ცნობისთვის: როგორც ირკვევა, 2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა ანუ 7.4%-ით ნაკლები ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა