13.ნოემბერი .2019 00:11

ქვეყნები, სადაც ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადია

views 1734
უკან

2019 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალ საშემოსავლო გადასახადს შვედეთში იხდიან. ამ ქვეყანაში მოქალაქეები, რომელთაც ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ, გადასახადის სახით 57,19 პროცენტის გადახდა უწევთ. ეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელზე - 41,65 პროცენტზე მეტია. ზოგადად, როგორც ცნობილია, მაღალი საშემოსავლო გადასახადით ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები გამოირჩევიან. მათ შორის, დანია, ფინეთი და ისლანდიაც.

მეორე მხრივ, არიან ქვეყნები, რომელთაც საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ აქვთ, მაგალითად, ნავთობით მდიდარი სახელმწიფოები - საუდის არაბეთი, ყატარი და კუვეითი. მათ რიგებში არიან ანტიგუა და ბარბუდა და ანგვილაც.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებული Statista-ს მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ მსოფლიოს ათ ქვეყანას, სადაც ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადია:

1. შვედეთი - 57,19%
2. იაპონია - 55.95%
3. ავსტრია - 55%
4. ნიდერლანდები - 51,75%
5. ბელგია - 50%
6. ირლანდია - 48%
7. ავსტრალია - 45%
8. ჩინეთი - 45%
9. საფრანგეთი - 45%
10. გერმანია - 45%.