13.ოქტომბერი .2020 22:20

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ინტერნეტის გარეშე

views 426
უკან

ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით წლების განმავლობაში იზრდებოდა, 2010 წლიდან კი ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა ორჯერ სწრაფად იმატებს. მიუხედავად მისი ფართო გამოყენებისა, მსოფლიო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მაინც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, განსაკუთრებით, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. ხოლო იმ ქვეყნების ტოპ ათეულის რეიტინგს, რომელიც Visualcapitalist-მა შეადგინა და სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ინტერნეტის გარეშე, ინდოეთი ხსნის. ამ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი, ანუ 50%, 685 მილიონ 591 ათას 71 ადამიანი არ არის ინტერნეტ-მომხმარებელი. ეს რიცხვი განსაკუთრებით უცნაურია, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ონლაინ ბაზარია. შედარებისთვის, აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 14%-ია ინტერნეტისგან მოწყვეტილი.

Visualcapitalist-ის რეიტინგში რიგით მეორე - ჩინეთია. აქ ადამიანების 41%-ია უინტერნეტიდ. ამას ექსპერტები იმ ფაქტით ხსნიან, რომ ჩინეთში 2019 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 39% სოფლად ცხოვრობს, სადაც არ არის ჯერ ინტერნეტიზაცია დაწყებული. და ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი პამდენიის დროს გახდა, როდესაც სწავლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ბავშვებმა კი ვერ შეძლეს სიახლისადმი ფეხის აყოლა. თუმცა სხვაობა ქალაქსა და სოფელს შორის არ არის მხოლოდ ჩინეთის გამოწვევა და ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-ია, კვლავ მუშაობენ სოფლების ინტერნეტიზაციის მიმართულებით, თუმცა, ის მაინც პრობლემად რჩება თანამედროვე სამყაროში. სამეულშია პაკისტანიც 65%-ით. ნიგერიასა და ბაგლადეშში კი ადამიანების 59 და 58%-ია მოწყვეტილი ქსელისგან.

ათეულშია ინდონეზია, ეთიოპია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბრაზილია და ეგვიპტე. თუმცა აქ დათვლილია მხოლოდ ადამიანების რაოდენობა, ხოლო თუკი უფრო მასშტაბურად შევხედავთ სურათს და დავითვლით მოსახლეობის პროცენტულ წილს, მაშინ უფრო დრამატულად არის საქმე. ამის ნათელი მაგალითია ჩრდილოეთ კორეა, სადაც მოსახლეობის 100%-ვე უინტერნეტოდ ცხოვრობს დღეს. ჩამონათვალში სახელდება ასევე სამხრეთ სუდანი, ერიტრეა, ბურუნდი, სომალი, ნიგერია, პაპუა ახალი გვინეა, ლიბერია, გვინეა-ბისაუ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

უინტერნეტობის მიზეზი ჩამოთვლილ ქვეყნებში ბევრია. კონკრეტულად ჩრდილოეთ კორეის შემთხვევა რომ ავიღოთ, მიზეზი აქ პოლიტიკურია და მმართველი ძალის გადაწყვეტილებით, უბრალო მოქალაქეებს ეკრძალებათ გლობალური ინტერნეტის მოხმარება და ამიტომაც მხოლოდ შიდა ქსელით სარგებლობენ.

ჩრდილოეთ სუდანის შემთხვევაში - ფინანსების ნაკლებობაა მიზეზი. ქვეყანა ბევრი წლის განმავლობაში ებრძოდა სამოქალაქო კონფლიქტებსა და ეკონომიკურ სირთულეებს, რამაც საყოველთაო სიღარებე გამოიწვია და აქ ინტერნეტზე არც არის საუბარი, რადგან 2020 წელს მთავარი გამოწვევა ელექტროენერგიის მიყვანაა ადამიანებამდე. მათ უმრავლესობას ასევე წვდომა თანამედროვე სამყაროსთან და ცხოვრებასთან საერთოდ არც აქვს. მაგრამ პარალელურად იკვეთება ისეთი ქვეყნებიც, სადაც განვითარების პროცესი დაიწყო და სხვებთან შედარებით გაცილებით პროგრესულებიც არიან. ასეთ ჩამონათვალში კი სახელდება ცენტრალური აფრიკა. სამხრეთ აზია, ჩრდილოეთ აფრიკა და კარიბის ზღვის აუზი. ასე რომ თუკი ეს ქვეყნები ამავე ტემპით გააგრძელებენ ზრდას, რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა ამ რეიტინგში მოწინავე პოზიციებზეც გადმოინაცვლონ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა