საქსტატმა დღეს 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში საქართველოში FDI-ის სახით მხოლოდ $125.4 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 28.3%-ით ნაკლებია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ინვესტიციების მოცულობა თავისმხრივ 2020 წლის შედეგებს დარდება, 2020 წელს კი FDI პანდემიის გამო განახევრდა, შესაბამისად 2021 წელს ინვესტიციების კიდევ უფრო მკვეთრი შემცირება გაგრძელდა.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, არაერთი ქვეყნიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადი დაფიქსირდა, კონკრეტული ქვეყნებიდან კი - გამავალი საინვესტიციო ნაკადი. მთლიანობაში პირველი კვარტლის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა დიდი ბრიტანეთიდან, რამაც $88 მილიონი შეადგინა. მეორე ადგილზეა რუსეთი $32.9 მილიონით, მესამეზე კი თურქეთი $24.1 მილიონით.
ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა:
1. გაერთიანებული სამეფო - $88.41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21%
2. რუსეთი - $31.87 მილიონი, ზრდა წინა წელთან 186%
3. თურქეთი - $24.51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 95%
4. ჩეხეთი - $14.15 მილიონი, კლება წინა წელთან -574%
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $12.84 მილიონი, კლება წინა წელთან -1699%
6. დანია - $10.53 მილიონი, ზრდა წინა წელთან -9%
7. გერმანია - $10.14 მილიონი, ზრდა წინა წელთან 259%
8. იაპონია - $7.42 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
9. მარშალის კ-ები - $7.15 მილიონი, კლება წინა წელთან -24%
10. ნიდერლანდი - $5.61 მილიონი, კლება წინა წელთან -61%.
კონკრეტული ქვეყნებიდან კი გამავალი საინვესტიციო ნაკადი დაფიქსირდა. მთლიანობაში გამსვლელი ინვესტიციების მოცულობა $127 მილიონი იყო, რის შედეგადაც შემომავალსა და გამავალს შორის სხვაობა $125.4 მილიონი დაჯდა. ყველაზე დიდი მოცულობის - $59.8-მილიონიანი გამავალი საინვესტიციო ნაკადი აშშ-დან არის.
ქვეყნები, რომლებთანაც ყველაზე დიდი მოცულობის გამავალი საინვესტიციო ნაკადი დაფიქსირდა:
● აზერბაიჯანი - მინუს $6.24 მილიონი;
● კვიპროსი - მინუს $7.75 მილიონი;
● მალტა - მინუს $12.03 მილიონი;
● ყირგიზეთი - მინუს $24.30 მილიონი;
● აშშ - მინუს $59.82 მილიონი.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $93.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ აშშ დოლარით.
იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში ჩაიდო, ხოლო ინვესტიციების მხრივ წამყვანი ქვეყანა დიდი ბრიტანეთია, სავარაუდოდ, ეს ინვესტიციები ლონდონის ბირჟაზე არსებულ ქართულ კომპანიებს - "საქართველოს ბანკს", "საქართველოს კაპიტალსა" და "თიბისი ბანკს" უკავშირდება, რომელთაც საქსტატი უცხოურ კომპანიებად განიხილავს, რადგანაც მათი მშობელი კომპანიები დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი