08.სექტემბერი .2021 11:37

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი FDI მიიღო

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი FDI მიიღო
views 259
უკან

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. 

საქსტატის თანახმად, FDI-ის მოცულობამ უშუალოდ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6%-ით ნაკლებია.

საქსტატის თანახმად, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.

2021 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, საქართველოს TOP-10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა:

1 გაერთიანებული სამეფო - $165.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან $34.3 მლნ;
2 თურქეთი - $50.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან $10.6 მლნ;
3 ჩეხეთი - $45.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან $47.9 მლნ;
4 რუსეთი - $38.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან $17.3 მლნ;
5 ნიდერლანდები - $37.1 მილიონი, კლება წინა წელთან -$53.4 მლნ;
6 იაპონია - $31.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან $31.7 მლნ;
7 ლუქსემბურგი - $21.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან $4.7 მლნ;
8 არაბთა გაერთიანებული საამიროები - $19.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან $28.6 მლნ;
9 მარშალის კ-ები - $15.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან $3.2 მლნ;
10 გერმანია - $13.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან $0.5 მლნ.

ინვესტორ ქვეყნებს შორისაა ოფშორული ზონაც (მარშალის კუნძულები), რომელსაც ქართული კომპანიები რეინვესტიციებისთვის იყენებენ. ამასთანავე, ბრიტანული ინვესტიციებიც, სავარაუდოდ, რეინვესტიციებს წარმოადგენს, რადგანაც რამდენიმე მსხვილი ქართული კომპანია სწორედ ბრიტანულ რეგისტრაციას ფლობს.