მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო

60a22cd5077c3
შოთა ტყეშელაშვილი
17.05.21 19:44
5294
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა სავარაუდოდ განპირობებულია "საბაზო ეფექტით", რადგანაც 2020 წლის აპრილში გლობალურად მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა და ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.

სტატისტიკის თანახმად, გზავნილების მიხედვით უმსხვილეს დონორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც გასულ თვეში საქართველოში 32.35 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 154%-ით მეტია. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოსახლეობის მიერ სამშობლოში გამოგზავნილი თანხები წარმოადგენს. 

ქვეყნები საიდანაც საქართველომ აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი მიიღო:

1 რუსეთის ფედერაცია - $33.35 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 154%
2 იტალია - $31.73 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 137%
3 აშშ - $24.88 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 155%
4 საბერძნეთი - $21.75 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 114%
5 ისრაელი - $15.50 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 125%
6 თურქეთი - $9.69 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 82%
7 აზერბაიჯანი - $9.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 272%
8 უკრაინა - $8.72 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 336%
9 გერმანია - $8.71 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 134%
10 ესპანეთი - $4.35 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 174%
11 საფრანგეთი - $3.04 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 197%
12 პოლონეთი - $2.59 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 76%
13 ყაზახეთი - $2.49 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 433%
14 კანადა - $2.03 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 164%