Visual Capitalist-ის ინფორმაციით, COVID 19-ის პანდემიამ გლობალური იმიგრაციის ნაკადი 27%-ით შეანელა. სამოგზაურო შეზღუდვებმა, სამუშაო ადგილების დაკარგვამ და ჯანმრთელობაზე მზარდმა საზრუნავმა გამოიწვია ის, რომ პანდემიის პერიოდში ბევრი მიგრანტი საკუთარ სამშობლოში და ოჯახებში ფულის გაგზავნას ძველებურად ვეღარ ახერხებდა. შედეგად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს სხვადასხვა ქვეყნის მიერ მიღებული ფულადი გზავნილების ნაკადი 1,5%-ით შემცირდა და გლობალურად 711 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, მომდევნო ორ წელიწადში საერთაშორისო საზღვრების გახსნასთან ერთად, მიგრაცია და ფულადი გზავნილების მოცულობა კვლავ გაიზარდა. შედეგად, 2021 წელს გლობალურად ფულადმა გზავნილებმა 781 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო შარშან - ეს მოცულობა 794 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
მსოფლიო მასშტაბით, ფულადი გზავნილები განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ეკონომიკის ერთერთი მთავარი მამოძრავებელია. სწორედ მიგრანტების გაგაგზავნილი ფული უწყობს ხელს სიღარიბის შემცირებას. თუმცა, ეკონომისტები ამბობენ, რომ ფულადი გზავნილები მიმღები ქვეყნებისთვის მთლად სახარბიელოც არ არის, რადგან მასზე ზედმეტი დამოკიდებულება ერთგვარ მანკიერ ხასიათს იძენს, რომელიც დროთა განმავლობაში თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდად არ ითარგმნება.
ირკვევა, რომ ფულადი გზავნილების უმსხვილეს ბენეფიციართა სიაში ბოლო 15 წლის განმავლობაში ინდოეთი ლიდერობს. 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ამ გზით სულ 100 მილიარდი ამერიკული დოლარი შევიდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ფულადი გზავნილების ასეთი მზარდი ნაკადი იმ მიგრანტ ინდოელებზე დგას, რომლებიც მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ძირითადად, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სინგაპურში მაღალკვალიფიციურ სამუშაოებზე არიან დასაქმებულები.
ფულადი გზავნილების მიმღები ქვეყნების სამეულს მექსიკა და ჩინეთი ასრულებენ, რომელთა მაჩვენებლებიც 2022 წელს, შესაბამისად, 60 მილიარდი და 51 მილიარდი დოლარია.
ყველაზე მაღალი ფულადი გზავნილების მიმღები ქვეყნები:
ინდოეთი $100 მლრდ
მექსიკა $60.3 მლრდ
ჩინეთი $51 მლრდ
ფილიპინები $38 მლრდ
ეგვიპტე $32.3 მლრდ
პაკისტანი $29 მლრდ
საფრანგეთი $28.5 მლრდ
ბანგლადეში $21 მლრდ
ნიგერია $20.9 მლრდ
ვიეტნამი $19 მლრდ
იმის მიუხედავად, რომ ინდოეთი ფულადი გზავნილების მიმღებ ქვეყანათა სიაში ლიდერობს, 2022 წლის მონაცემებით, აღნიშნულმა 100-მა მილიარდმა დოლარმა ქვეყნის მშპ-ის მხოლოდ 2.9% შეადგინა. ეს კი იმ ფონზე, როცა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები შემოსავლის ამ წყაროზე ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულები, რათა თავიანთი ეკონომიკა გაზარდონ. ირკვევა, რომ გასულ წელს ფულადმა გზავნილებმა 25 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-ზე მეტი შეადგინა.
ფულადი გზავნილების წილი ქვეყნების მშპ-ზე
ტონგა 49.9%
ლიბანი 37.8%
სამოა 33.7%
ტაჯიკეთი 32%
ყირგიზეთი 31.2%
რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს ჩვენს ქვეყანაში სულ 4 მილიარდ 100 მილიონი ამერიკული დოლარი გადმოირიცხა, რითაც საქართველო 176 ქვეყანას შორის 42-ე ადგილს იკავებს. რეგიონის ქვეყნებიდან გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა 6 მილიარდი აშშ დოლარი რუსეთში ჩაირიცხა, სომხეთში 3 მილიარდ 350 მილიონი დოლარი, აზერბაიჯანში - 2 მილიარდ 150 მილიონი, ხოლო თურქეთში - 710 მილიონი დოლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი