მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც EU საზღვრების გახსნის შემდეგ დაუშვებს, საქართველოცაა

5ef4d9707352e
თამთა ჯიჯავაძე
25.06.20 21:04
7093
ცნობილია იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის საზღვრების გახსნის შემდეგ გაერთიანების წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობის უფლება ექნებათ. ამის შესახებ Euronews-ი წერს. მათ შორისაა საქართველოც.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ქვეყნებზეც, რომელთა მოქალაქეებსაც თავდაპირველად არ დაუშვებენ ევროკავშირში. მათ შორის სავარაუდოდ მოხვდება აშშ-ი, რუსეთი და ბრაზილიაც, სადაც კორონავირუსის დღიური შემთხვევის რაოდენობა კვლავ მაღალია. თუმცა, ამ საკითხზე ევროპელი ლიდერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები საკითხზე ხვალაც გაგრძელდება.

ხოლო იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც პირველ ეტაპზე დაუშვებენ, საქართველოს გარდა, შემდეგი ქვეყნები შედიან: ვატიკანი, მონაკო, მონტენეგრო, ანდორა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა, ალბანეთი, თურქეთი, კოსოვო, კორეის სახალხო რესპუბლიკა, თურქმენეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ტაილანდი, მიანმარი, მონღოლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბუტანი, ლიბანი, ინდონეზია, უზბეკეთი, ინდოეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, პალაუ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, დომინიკა, ბაჰამა, ურუგვაი, იამაიკა, კუბა, პარაგვაი, ვენესუელა, ნიკარაგუა, კოსტა რიკა, კანადა, ანგოლა, ტუნისი, ნამიბია, უგანდა, მოზამბიკი, ზამბია, რუანდა, ეთიოპია, მაროკო, ალჟირი, ეგვიპტე, სენტ-ლუსია, გაიანა, მავრიკი.

როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირმა საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრები 1 ივლისს უნდა გახსნას. თუმცა, ეს საკითხიც ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი.