მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყნებში, საითაც მივილტვით, კორუფცია გამონაკლისია, ხოლო ჩვენთან ყოველდღიური ცხოვრების წესია"

5ee542232c7f2
ინგა მურუსიძე
14.06.20 14:00
2126
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „იმ ქვეყნებში, საითაც მივილტვით, კორუფცია გამონაკლისის სახით არსებობს, ხოლო ჩვენთან ყოველდღიური ცხოვრების წესია".

ქობულიამ ამ საკითხზე BMG-ს გადაცემა #ForbesTalks-ში, ელენე კვანჭილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ვიდრე ჩვენ სისტემურ პრობლემებს არ გადავჭრით, არაფერი გამოვა. მე პირადად ვიბრძოდი ამისთვის. პირველი სამი თვე არ მესმოდა, რატომ ვიღებდი უარს, როცა მაგალითად მთავრობაზე რაღაც გამქონდა და ცხადი იყო, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, ვცდილობდი ამეხსნა, არგუმენტები მომეყვანა და ა.შ. რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვცდილობდი ვყოფილიყავი მოქნილი, გამეგო ის პოზიციაც, ეს პოზიცაც და რაღაცნაირად გადავსულიყავით სხვა ეტაპზე, რომ გვემუშავა, თუმცა სამწუხაროა, რომ ვერაფერს მივაღწიე. ეს სისტემა არ არის აგებული რაიმე ლოგიკაზე, ან არგუმენტებზე, რაზეც შეიძლება ადამიანს შეეკამათო და აზრი შეაცვლევინო. ეს არის მრწამსი, რომ ეს ასე უნდა იყოს. იმ ქვეყნებში, ვისაც ჩვენ გვინდა, რომ მივუახლოვდეთ, ევროპაში, დასავლეთში, იმ ქვეყნებში ეს ასე არ არის. ეს ბევრს არ ესმის. კორუფციის და კანონის დარღვევის გამონაკლისები ყველგან არის, მაგრამ იმ ქვეყნებში, საითაც მივილტვით, ეს არის გამონაკლისის სახით, ხოლო ჩვენთან ეს არის ყოველდღიური ცხოვრების წესი“, - განაცხადა ქობულიამ.

გიორგი ქობულია - Forbes Talks-ში: