მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყნიდან უპრეცედენტო მოცულობის ახალგაზრდა სამუშაო ძალა გაედინება" - ლილუაშვილი

62ed85ab1b583
ალა ისპირიანი
06.08.22 18:21
11250
მიმდინარე წელს ინფლაციისა და გასული ორი პანდემიური მძიმე წლის გათვალისწინებით გააქტიურდა საუბრები, რომ საქართველოს დასაქმების მიზნით სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს. სამუშაო ძალის მიგრაცია პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „ანალიტიკაში“ დემოგრაფიულ ჭრილში განიხილა და თქვა, რომ აღნიშნული რეალობა ქვეყნისთვის სისტემური გამოწვევაა, რამაც შესაძლოა დიდი პრობლემები წარმოშვას.

„ჩვენ ახლა სისტემური გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს გამოწვევა დემოგრაფიული ნაწილია. რეალურად ჩვენი ქვეყნიდან უპრეცედენტო მოცულობის ახალგაზრდა სამუშაო ძალის გადინება ხდება, მათ შორის საჯარო სექტორიდან. დასაქმებულ ადამიანებზე მაქვს საუბარი.

ამას თუ ყურადღება არ მოვაქციეთ, ჩვენ რეალურად ძალიან მალე ე.წ. ევროპული ოჯახის ქვეყნების დაავადების წინაშე აღმოვჩნდებით, როდესაც შედარებით თანამედროვე წევრები ევროპული ოჯახის სამუშაო ძალისგან დაიცალა და მათ [სახელმწიფოს/კერძოს სექტორს] შემდეგ სერიოზული ფისკალური სტიმულების მიცემა მოუწია სამუშაო ძალის აღდგენისთვის. ჯობია ეს დასაწყისშივე სწორად ვმართოთ, რომ მერე ამ შედეგების გამოსწორება უფრო ძვირი არ დაგვიჯდეს“, - ამბობს იგი.

ცნობისთვის, ზუსტი სტატისტიკური მონაცემი ემიგრაციაში წასული ადამიანების შესახებ არ არსებობს, რადგან ხშირია შემთხვევები, რომ ისინი ტურისტულად ან სხვა არაკანონიერი გზებით შედიან ქვეყნებში და წლობით რჩებიან, თუმცა სხვადასხვა კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა შესაძლოა მილიონს აჭარბებდეს.