მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვრივიშვილი: "ხმათა უმრავლესობით აგვირჩიეს UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად"

60b90812ee61b
თამთა ჯიჯავაძე
03.06.21 20:46
697
ხმათა უმრავლესობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად (2021-2025 პერიოდისთვის) აგვირჩიეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი "ფეისბუქზე" წერს.

"დღეს ისტორიული დღეა! საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი, დიდი ძალისა და გავლენის მქონე ადგილი დაიმკვიდრა. რამდენიმე წუთის წინ, არჩევნების გზით - სხვა ქვეყნებთან მწვავე კონკურენციის ფონზე, ხმათა უმრავლესობით, აგვირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად (2021-2025 პერიოდისთვის)", - წერს ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, პირველად ჩვენს ისტორიაში, ამ პლატფორმიდან საქართველო შეძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საბჭოს წევრ ქვეყანებთან ერთად, წვლილი შეიტანოს
გლობალური ტურიზმის აღდგენის პროცესში და ორგანიზაციის ინიციატივებისა და პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველომ 23 ქვეყნის მხარდაჭერა მიიღო, რაც ადასტურებს ევროპელი პარტიორების გამორჩეულ ნდობას საქართველოს სწორი ღირებულებებისა და განვითარების კურსის მიმართ.