მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს პოტენციალი პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად იქცეს

5ed67f4d25387
BM.GE
02.06.20 22:20
847
საერთაშორისო პრესა საქართველოს პოსტ-კოვიდურ სამყაროში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აღიარებს. უცხოური მედია საქართველოს ხელისუფლების მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს იწონებს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ.

მათივე თქმით, საერთაშორისო აღიარება იმ წარმატებული მუშაობის შედეგია, რომელიც ქვეყანამ COVID-19-თან ბრძოლაში გასწია. სამომავლოდ უსაფრთხო და კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტურისტები სამოგზაუროდ სწორედ საქართველოს აირჩევენ.

“საქართველომ ძალიან მოკლე პერიოდში ნახა საერთაშორისო უმაღლესი შეფასება და აღიარება, რომელიც გამოისახება ისეთი გამოცემების აღიარებით როგორებიც არის "ფორბსი", "ვაშინგტონ პოსტი", "კონდენასტ თრეველი" და სხვა. აღსანიშნავია ალბათმათ შორის "ფორბსის" გამოცემა, რომელმაც საქართველო დაასახელა 7 ქვეყანას შორის, როგორც ტურისტულად ამომავალი ვარსკვლავი და ქვეყანა, რომელიც გახდება ტურისტულ რუკაზე ყველაზე მიმზიდველი საერთაშორისო მოგზაურობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი აღიარება და კიდევ ერთხელ აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რაც საქართველოს მთავრობამ გასწია COVID-19-თან ბრძოლაში და ეს ჩვენს ქვეყანას უკეთებს ისეთ პოზიციონირებას, რომელიც იქნება მომდევნო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მომავალი ტურისტისთვის უსაფრთხოება და უსაფრთხო გარემო. ანუ COVID-19-გან თავისუფალი ზონა იქნება პირველი პრიორიტეტი, როდესაც ადამიანები გადაწყვეტენ, რომ აარჩიონ სამოგზაურო მიმართულება. ნებისმიერი დადებითი შეფასება, რომელსაც საქართველო მოიპოვებს მსოფლიოს გავლენიან გამოცემებში ქვეყანაში ტურიზმისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს აქვს პოტენციალი პოსტ-კოვიდურ სამყაროში მთავარ ტურისტულ მიმართულებად იქცეს“, - აცხადებს ტურიზმისეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.