ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთის კურორტების კომპანიის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა პარლამენტის, კერძო სექტორის და მომიჯნავე უწყებების ჩართულობით უნდა დამტკიცდეს.
ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც განხილვის თემა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი იყო. აღსანიშნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი რეკომენდაცია კომპანიის სამოქმედო გეგმის შედგენას ეხებოდა.
„ჩვენ ვეთანხმებით აუდიტის სამსახურის დასკვნას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" დაწყებული აქვს შიდა რესურსით სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე მუშაობა, თუმცა ჩვენ გუნდში ვიმსჯელეთ, რადგან ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სამწუხაროდ, აქამდე კომპანიას არ ჰქონდა, და გვინდა, მას უფრო მეტი დრო დავუთმოთ, დაველაპარაკოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რათა ეს იყოს საერთაშორისო ექსპერტიზით შემუშავებული.
ამ სტრატეგიით ნათლად უნდა გვქონდეს გაწერილი ის ინდიკატორები, რომლითაც ჩვენ, როგორც კურატორი სამინისტრო კომპანიის მუშაობის ეფექტიანობას შევაფასებთ, მით უფრო, ეს შემოსავლიანი კომპანიაა და ქვეყნისთვის საკმაოდ სტრატეგიული შპს არის. აქედან გამომდინარე, ვეთანხმებით რეკომენდაციას და დავკონკრეტდებით, რომ პირველ რიგში, მზად ვიქნებით, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022 წელს დავამტკიცოთ. აქამდე იმიტომ ვერ დამტკიცდა, რომ ეს საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია, რომლის განხილვაშიც მნიშვნელოვანია ჩართული იყოს საპარლამენტო გუნდი, კერძო სექტორი და სხვა კოლეგა უწყებები, იქნება ეს თუ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თუ სხვა. შესაბამისად, ეს იქნება გრძელვადიანი სტრატეგია თავისი სამოქმედო გეგმით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
MTA - მთის კურორტების განვითარების კომპანიას ახალი სახელი აქვს
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ