09.ივლისი .2022 15:55

რა აინტერესებთ ინვესტორებს საქართველოში შემოსვლისას? - ხიდურელის პასუხი

რა აინტერესებთ ინვესტორებს საქართველოში შემოსვლისას? - ხიდურელის პასუხი
views 733
უკან

„რა კითხვებს სვამენ საქართველოში შემოსვლით დაინტერესებული ინვესტორები?“ - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც BMGTV-ის გადაცემა #რედაქტორში სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს დაუსვეს.

მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ როდესაც პოტენციურ ინვესტორებს ხვდებიან და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე ესაუბრებიან, მათი მხრიდან კითხვები ყველაზე ხშირად ეხება გეოპოლიტიკას და მუშახელის კვალიფიკაციას.

„რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკა არის Top-გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტივი ქვეყანა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ როდესაც ინვესტორები შემოდიან, არ აკეთებენ ამ მიმართულებით კვლევას და არ აფასებენ ამ მხრივ ქვეყანას, ძალიან ცდება. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილია ასევე მუშახელის კვალიფიკაცია და გადამზადების სირთულე; ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ყველა ჩვენი უპირატესობით ამ გამოწვევების დაბალანსებას - ეს არის აზრი „FDI გრანტის“ პროგრამის და სხვა ბიზნესის ხელშემწყობი ინსტრუმენტების.

ამდენად, ჯამში ვფიქრობ, ყველაფერს უნდა შევხედოთ იმ მიმართულებით, რომ დღეს გვაქვს თუ არა ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც გეოპოლიტიკური რისკის მიუხედავად, მოაფიქრებინებს და გადააწყვეტინებს ინვესტორს, რომ ჩადოს ფული საქართველოში. ასე რომ არ იყოს, მაგალითად, Girteka-ს მსგავსი კომპანია ჩადებდა ფულს? მას არანაირი აუცილებლობა არ აქვს, შემოვიდეს საქართველოში. ის არაა რუსეთიდან გამოქცეული კომპანია. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მაგალითი, შემოდიან თუ არა ინვესტორები საქართველოში და რამდენად მიმზიდველია ბიზნესგარემო, არის თავად ინვესტორის შემოსვლის ფაქტი“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.

მიხეილ ხიდურელის ინფორმაციითვე, „აწარმოე საქართველოშის“ საინვესტიციო დეპარტამენტში 10 ადამიანი მუშაობს და ინვესტორებს სათანადო ყურადღებას უთმობენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა