„რა კითხვებს სვამენ საქართველოში შემოსვლით დაინტერესებული ინვესტორები?“ - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც BMGTV-ის გადაცემა #რედაქტორში სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს დაუსვეს.
მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ როდესაც პოტენციურ ინვესტორებს ხვდებიან და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე ესაუბრებიან, მათი მხრიდან კითხვები ყველაზე ხშირად ეხება გეოპოლიტიკას და მუშახელის კვალიფიკაციას.
„რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკა არის Top-გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტივი ქვეყანა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ როდესაც ინვესტორები შემოდიან, არ აკეთებენ ამ მიმართულებით კვლევას და არ აფასებენ ამ მხრივ ქვეყანას, ძალიან ცდება. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილია ასევე მუშახელის კვალიფიკაცია და გადამზადების სირთულე; ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, ყველა ჩვენი უპირატესობით ამ გამოწვევების დაბალანსებას - ეს არის აზრი „FDI გრანტის“ პროგრამის და სხვა ბიზნესის ხელშემწყობი ინსტრუმენტების.
ამდენად, ჯამში ვფიქრობ, ყველაფერს უნდა შევხედოთ იმ მიმართულებით, რომ დღეს გვაქვს თუ არა ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც გეოპოლიტიკური რისკის მიუხედავად, მოაფიქრებინებს და გადააწყვეტინებს ინვესტორს, რომ ჩადოს ფული საქართველოში. ასე რომ არ იყოს, მაგალითად, Girteka-ს მსგავსი კომპანია ჩადებდა ფულს? მას არანაირი აუცილებლობა არ აქვს, შემოვიდეს საქართველოში. ის არაა რუსეთიდან გამოქცეული კომპანია. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მაგალითი, შემოდიან თუ არა ინვესტორები საქართველოში და რამდენად მიმზიდველია ბიზნესგარემო, არის თავად ინვესტორის შემოსვლის ფაქტი“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.
მიხეილ ხიდურელის ინფორმაციითვე, „აწარმოე საქართველოშის“ საინვესტიციო დეპარტამენტში 10 ადამიანი მუშაობს და ინვესტორებს სათანადო ყურადღებას უთმობენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე