15.მარტი.2019 15:22
საზოგადოება

რა აკავშირებს „თეგეტა მოტორსს“ ავტობუსების სადავო ტენდერთან?

რა აკავშირებს „თეგეტა მოტორსს“ ავტობუსების სადავო ტენდერთან?

ავტობუსების 79 მილიონი ლარის ტენდერის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის 1 ნოემბერს გამოაცხადა, თუმცა 4 თვეზე მეტი გავიდა და ჯერ ტენდერის რეალური გამარჯვებული გამოვლენილი არ არის.

კომპანია „გრავიტას“, რომელმაც ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დადო, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა. მეორე პრეტენდეტი „ჯითი გრუპია“, რომლის ხელმძღვანელის თქმით, სრულიად უსაფუძვლო მიზეზების გამო მათი კომპანია ჯერ დისკვალიფიცირებულ იქნა, თუმცა არგუმენტირებული საჩივრის შემდეგ კვლავ ტენდერში დააბრუნეს.

შემსყიდველი ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება ტენდერის კიდევ ერთ პრეტენდენტს „ინტერავტო თრეიდინგს“ დავების საბჭოში აქვს გასაჩივრებული.

„ჯითი ჯგუფი“ ავტობუსების ტენდერის გაპრობლემებას „თეგეტა მოტორსის“ ინტერესებს უკავშირებს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან გოგსაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტენდერში მონაწილე კოპანიების- „გრავიტასა“ და „ინტერავტო თრეიდინგის“ უკან სწორედ „თეგეტა მოტორსი“ დგას.

გოგსაძე კონკრეტულ სქემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ, ერთად შედიან ტენდერში, შემდეგ ერთ-ერთი კომპანია არ აზუსტებს დოკუმენტაციას და იგებს უფრო მაღალფასიანი პრეტენდენტი.

„ეს არის ურთიერთდაკავშირებული პირები, რომლებიც ბინძურ თამაშს თამაშობენ. ვნახეთ, რომ ასეთი რამ ხშირად ხდება, იგივე შესყიდვების სააგენტოს ტენდერებში. გარდა ამისა აღმოვაჩინეთ ბევრი ფაქტი, როცა ერთად შედიან ტენდერში და შემდეგ ერთ-ერთი კომპანია არ აზუსტებს დოკუმეტაციას და იგებს უფრო მაღალფასიანი.

ერთი კურიოზული შემთხვევაც ვნახეთ, როცა ერთ-ერთ ტენდერში „თეგეტას“ შეეშალა და ატვირთა „ინტერავტოს“ საბუთები. აქ გასაგებია, რომ ესენი თამაშობენ ერთ თამაშს“-აცხადებს გოგსაძე.

„თეგეტა მოტორსი“ ზემოთაღნიშნულ კომპანიებთან კავშირს გამორიცხავს. კომპანიის პრესსამასახურში ამბობენ, რომ „თეგეტას“ კომპანია „გრავიტასთან“ კავშირი არ აქვს, თუმცა საპირისპიროს ადასტურებს მათ ოფიციალურ გვერდზე მითითებული ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ ეს არის „თეგეტა მოტორსის“ სამშენებლო კომპანია. ამასთან „გრავიტას“ და „თეგეტა მოტორსს“ ოფიციალურ საკონტაქტო ნომრად საერთო ტელეფონის ნომერი აქვთ მითითებული.

რაც შეეხება კომპანია „ინტერავტოს“, „თეგეტა“ არც ამ კომპანიასთან კავშირს ადასტურებს. ფაქტობრივი გარემოებები კი ასეთია: სამეწარმეო რეესტრის მიხედვით „თეგეტა მოტორსსა“ და „ინტერავტო თრეიდინგის“ მეწილეები ერთი ოჯახის წევრები არიან. ამას არც „ინტერავტო თრეიდინგის“ იურისტი, ეკატერინე შანიძე უარყოფს.

“რამდენადაც საქმის კურსში ვარ არსებობს ნათესაური კავშირი დამფუძნებლებს შორის, მაგრამ ამას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ტენდერთან მიმართებაში, რადგან ტენდერში მონაწილეობს „ინტერავტო თრეიდინგი“ და მისი სერვის პარტნიორია „თეგეტა მოტორსი“. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ამას ტენდერთან მიმართებაში“-აცხადებს „ინეტრავტოს“ იურისტი ეკატერინე შანიძე.

დგას თუ არა ნამდვილად „თეგეტა მოტორსი“ ავტობუსების ტენდერში მონაწილე კომპანიების უკან, მოხდა თუ არა თავდაპირველად „ჯითი ჯგუფის“ ტენდერიდან დისკვალიფიკაცია მიზანმიმართულად და თუ ეს კომპანია ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს, რატომ დასჭირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გაეუქმებინა საკუთარი გადაწყვეტილება და კვლავ დაებრუნებინათ ტენდერში დისკვალიფიცირებული „ჯითი ჯგუფი“, ამ კითხვებს ნათელს თავად შემსყიდველი ორგანიზაცია-თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოჰფენდა, თუმცა მათ ამ თემაზე დავის დასრულებამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

79 მილიონიან ავტობუსების ტენდერის საკმაოდ ხმაურიან საქმეზე იმავე მიზეზით არც შესყიდვების სააგენტო აკეთებს კომენტარს.

ამ უწყებებისგან არც „ჯითი ჯგუფს“ აქვს პასუხი მათ მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების-„თეგეტა მოტორსისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედებები იკვეთება.

„ჯითი ჯგუფში“ ამბობენ, რომ წერილი გასული თვის დასაწყისში გააგზავნეს, თუმცა ამ დრომდე მას რეაგირება არ მოჰყოლია.

რაც შეეხება ტენდერს, ამ ეტაპზე "ჯითი ჯგუფის" ტენდერში დაბრუნება "ინტერავტო თრეიდინგს" დავების საბჭოში აქვს გასაჩივრებული. სხდომა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ორშაბათს გაიმართება.

 

 

 

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

23.მაისი.2019 18:29
540

როგორი იქნება მიწისქვეშა სანაგვე ურნები ჭავჭავაძის გამზირზე – ფოტოები

ვრცლად
23.მაისი.2019 18:08
51

37-ე სკოლის მიმდებარედ ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს

ვრცლად
23.მაისი.2019 13:42
114

მოზარდებისთვის იმ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების პროპაგანდას ეწევა, აიკრძალება

ვრცლად
23.მაისი.2019 12:42
66

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდება

ვრცლად
23.მაისი.2019 11:40
80

"ბილაინის" მხარდაჭერით მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა შეუძლიათ

ვრცლად
23.მაისი.2019 10:30
80

ჩუღურეთის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ვრცლად