15.მარტი .2021 13:01

რა ანაზღაურება აქვთ სახელმწიფო საწარმოების დირექტორებს

რა ანაზღაურება აქვთ სახელმწიფო საწარმოების დირექტორებს
views 8171
უკან

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ სახელმწიფო საწარმოებში ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა, სადაც ორგანიზაციამ სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების მენეჯმენტის და უშუალოდ CEO-ების ანაზღაურებები შეკრიბა. 

სულ სახელმწიფო საწარმოები 37 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებენ; მათ შორის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია "საქართველოს რკინიგზა", სადაც 2019 წელს 12,476 ადამიანი მუშაობდა. მეორე ადგილზეა თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 6,300 დასაქმებული. მთლიანობაში 2019 წელს 14-მა მსხვილმა სახელმწიფო საწარმომ დასაქმებულთა ხელფასებზე 428 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტი იყო. რაც შეეხება უშუალოდ მენეჯმენტის ანაზღაურებებს, 11 მსხვილ კომპანიაში დირექტორთა საბჭოს წევრებმა და დირექტორებმა, ჯამში, 9.5 მილიონი ლარის ხელფასები აიღეს.  

სახელმწიფო საწარმოთა გენერალური დირექტორების ანაზღაურებები 2019 წლის მდგომარეობით ასე ნაწილდება:

საპარტნიორო ფონდი, აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე - 237,231 ლარი;
საქართველოს რკინიგზა, გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე - 216,479 ლარი;
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე - 215,616 ლარი;
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი  - 212,520 ლარი;
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, დირექტორი გიორგი ჩიქოვანი - 190,953 ლარი;
საქართველოს ფოსტა, დირექტორი ლევან ჩიკვაიძე - 168,595  ლარი;
საქაერონავიგაცია, გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი  - 153,074 ლარი;
ენგურჰესი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია - 99,152 ლარი;
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ჯაბა ხმალაძე (9თვე) - 88,509 ლარი;
თბილისის სატრანსპორტო კომპანია, გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი -60,725 ლარი;
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კომპანია, დირექტორი ალექსი ზანდარაშვილი - 60,000 ლარი;
ეკოსერვის ჯგუფი, დირექტორი ვახტანგ ნოზაძე - 51,013 ლარი.

დეკლარაციის თანახმად, 287,357 ლარის ანაზღაურება ჰქონდა შპს "ბათუმის აეროპორტის" დირექტორ მუსტაფა ილთან ოქთემს. მართალია, ამ კომპანიის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, თუმცა მის მართვას კერძო ოპერატორი - „ტავ ბათუმ ოფერეიშენი" ახორციელებს.

სახელმწიფო საწარმოები ყოველწლიურად მნიშვნელოვანი მოცულობის ზარალს განიცდიან. 2019 წელს მათი ჯამური ზარალი - 55 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, 713 მილიონი ლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა