მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აქტივობებს გეგმავს BDO Digital-ი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეში

615c0458734f3
BM.GE
05.10.21 12:02
719
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში BDO Digital-ის გუნდი სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

ოქტომბრის თვე მთელს მსოფლიოში აღინიშნება როგორც კიბერუსაფრთხოების თვე და კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.

BDO Digital-ის მიერ დაგეგმილი აქტივობების საშუალებით, კომპანიები შეძლებენ გაიგონ როგორ აქციონ სამუშაო სივრცე დაცულ გარემოდ და როგორ დაგეგმონ ბიზნესის კიბერუსაფრთხოება სწორად.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა და ნათელია, რომ დისტანციური მუშაობა ნორმად იქცევა. შედეგად, კიბერუსაფრთხოების ექსპერტები მსოფლიოს მასშტაბით ელიან, რომ კიბერ შეტევების რიცხვი კვლავ გაიზრდება, რაც ამ თემას უფრო აქტუალურს ხდის.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ბიზნესის უსაფრთხო გარემოში ფუნქციონირების ერთადერთი სწორი გზა კიბერ საფრთხეების გამოვლენა, რისკების შემცირება და ამ გზით ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებაა.

BDO Digital-ის მიერ, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში, დაგეგმილ აქტივობებზე, ისევე როგორც ზოგადად კიბერუსაფრთხოების სერვისების შესახებ, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია BDO Digital-ის ვებგვერდზე.

(R)