მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არ უნდა იყიდოთ ე.წ შავ პარასკევს? - სპეციალისტების რჩევები

5ddc20c5a1bf4
BM.GE
26.11.19 00:26
6029
ე.წ შავი პარასკევი ახლოვდება. 29 ნოემბერს და მომდევნო დღეებში მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მაღაზია და ბრენდი გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავზობს. თუმცა, არის პროდუქცია, რომლის ყიდვასაც სფეროს ანალიტიკოსები არ გვირჩევენ. კერძოდ, ექსპერტების თქმით, არსებობს ექვსი სექტორი, რომელში შემავალი პროდუქციაც, როგორც წესი, არც ისე ხელსაყრელ ფასად იყიდება ე.წ შავი პარასკევის დროს. ესენია:

ყველაფერი რაც ჯანმრთელობას და ფიტნესს უკავშირდება - მათ შორის სავარჯიშო აღჭურვილობა, სპორტული ფეხსაცმელები და სპორტსმენების სამოსი. მათი ყიდვა ყოველთვის წლის დასაწყისში ჯობია.

თეთრეული - იანვარი საუკეთესო პერიოდია მსგავსი სახის პროდუქციის საყიდლად. ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ, ამჯერად მათი შეძენისგან თავი შევიკავოთ.

საოჯახო ტექნიკა - როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფასები საოჯახო ტექნიკაზე ნოემბრის ბოლოს ყოველთვის უფრო მეტია.

ავეჯი - წინასაშობაო პერიოდში, როგორ წესი, ავეჯი ნაკლებად იყიდება, ვინაიდან ავეჯს საჩუქრად თითქმის არავინ ყიდულობს, ამიტომაც ფასებიც არცისე ხელსაყრელია ამ პერიოდისთვის.

სათამაშოები - „თუ საუკეთესო შეთავაზება გსურთ მიიღოთ, ჩვენი კვლევა გვეუბნება, რომ სათამაშოები ყველაზე იაფი შობამდე ორი კვირით ადრეა, თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ სათამაშო, რომელიც თქვენ გსურთ, შესაძლოა, აღნიშნული პერიოდისთვის უკვე გაყიდული იყოს“, - წერს სპეციალისტი სარა სკირბოლი.

ბოლო მოდელის სმარტფონი - ახალ მოდელებს როგორც წესი, ფასდაკლება ე.წ შავი პარასკევის პერიოდშიარ აქვთ. ვინაიდან ბრენდები ცდილობენ შეინარჩუნონ ფასთა სხვაობები მოდელებს შორის.